უკან

პოლიტიკა

11 ნოემბერი, 2017 11:20
font-size

რომან გოცირიძე სახელფასო კანონპროექტზე: როგორც იღებდნენ ორმოცჯერ პრემიებს, ასევე გააგრძელებენ ამ საქმიანობას მომავალში

საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძე შრომითი ანაზღაურების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

,,პარლამენტში პინოჩეტის კანონის განხილვა დაიწყო. პინოჩეტის იმიტომ, რომ ძალიან წყალობდა შეიარაღებულ სტრუქტურებს. ჩვენთან ის განსხვავებაა, რომ მხოლოდ უფროსობა სარგებლობს პრივილეგიებით.

ხელფასების, პრემიების, დანამატების შესახებ კანონი ძალოვან სტრუქტურებს არ შეეხება. არ ეხება ასევე უამრავ სხვა უწყებას. ნახ-ნახევარა კანონია:). როგორც იღებდნენ ორმოცჯერ პრემიებს, ასევე გააგრძელებენ ამ საქმიანობას მომავალში. 65 ათასი საჯარო მოხელე არ დაექვემდებარება ახალი კანონის მოქმედების სფეროს.

თუ დღემდე სახელფასო განუკითხაობა კანონის არარსებობით აიხსნებოდა, ახლა კანონის ძალით გაეხსნებათ ხელ-ფეხი“, - წერს გოცირიძე,

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში შესულია შრომითი ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი, რომლის შედეგადაც შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე გადასვლა მოხდება და მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების განაწილების წესი.

ნინო ექვთიმიშვილი

50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდავობთ, ამიტომ დააბრუნეთ - ბექა დავითულიანი

18 თებერვალი, 2020 , 19:33

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საკრებულოს ინფორმაციით, ბექა დავითულიანმა თბილისის

საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

18 თებერვალი, 2020 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფის შეხვდა, რომელიც საქართველოში წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან ერთად, სამდღიანი ოფიციალური ვიზი

მზად ვართ, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გავმართოთ და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე - კახა კალაძე

18 თებერვალი, 2020 , 16:30

მზად ვართ, შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს, სხვადასხვა ცალკეულ პარტიებთან გავმართოთ შეხვედრები და ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟუნრლისტებს განაცხადა. „დიალოგი არის

კელი დეგნანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

18 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი

პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ - ირაკლი კობახიძე

18 თებერვალი, 2020 , 16:05

„საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით ატარებენ, "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ევროპული საქართველოს" წ

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

18 თებერვალი, 2020 , 16:05

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა. საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ირაკლი შოთაძეს მხარი 82 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`