უკან
უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
არქივი
საზოგადოება
3 ივნისი, 2017 12:55
რომან კაკულია გაზის ტარიფზე: უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს.
შესაბამისი განცხადებით კაკულია გამოეხმაურა გაზის კომპანიების მიერ სემეკისთვის მიმართვას, რომლებიც ტარიფების გაზრდას შეეხება.
”მოლოდინი მეც ისეთი მაქვს, რომ ლოგიკა არის მათ მოთხოვნაში. უკვე ძალიან ბევრი წელია ტარიფის ზრდა არ მომხდარა. პრინციპში იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარება იზრდება, რასაც ტარიფის ფორმირებაში აქვს მნიშვნელობა, შენიშვნა იქნება და ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას.
პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ რამდენად ლოგიკურია საერთოდ გაზრდა, და შემდეგ ნეგატიური ეფექტები მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ”, - განაცხადა რომან კაკულიამ.
ნინო ექვთიმიშვილი