უკან
პოლიტიკა
26 სექტემბერი, 2016 16:35
რომ დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება - სანდრა რულოვსი
იცის, რომ აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა თავის მეუღლეზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
„ჩვენ ბევრნი ვართ, ვერავინ მოგვერევა. მიშა ამბობს, რომ სანდრა ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ, რა თქმა უნდა მისი ნიჭისაგან, მისი ხედვისაგან. რაც მან იცის წინასწარ, რა და როგორ უნდა მოხდეს, ყოველთვის მართლდება. მან იცის, რომ აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. რომ დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვისას.
ნინო ექვთიმიშვილი