უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ივნისი, 2019 15:02
font-size

რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია -ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ გუშინ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებს ეხმაურება.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით.

„მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. კერძოდ, ადგილი ჰქონდა:

ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას; ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ; სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას;

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, - აღნიშნულია განცხადებაში

ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას - თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

20 ნოემბერი, 2019 , 17:30

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფ

ზუგდიდში მაჟორიტარების პლაკატები თავდაყირა გააკრეს

20 ნოემბერი, 2019 , 17:10

ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. ინფორმაციას რადიო „ათინათი” ავრცელებს. მოქალაქეები ამ ფორმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება გააპროტესტე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 4 პირი მონაწილეობს

20 ნოემბერი, 2019 , 17:10

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ოთხმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია მთავრობის

მზად ვარ დღესვე ჩავიდე და ჩავანაცვლო ბატონი ვაჟა - აკაკი ზოიძე

20 ნოემბერი, 2019 , 17:10

"ყველა ექიმმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაიკავოს მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც ვუერთდები ამ ინიციატივას",-ასე გამოეხმურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულ მ

ჩემი რა ბრალია, ისინი თუ დაგამხობენ თავზე, მე გამეცით პასუხი, ნუ მწამლავთ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

20 ნოემბერი, 2019 , 17:10

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა. მაჩალიკაშვილის თქმით, ის მხოლოდ მისი შვილის საქმის გამოძიებას და ხელისუფლების აღიარებას ითხოვს, რო

რატომ ცემეს ექიმი მაღალაშვილი

20 ნოემბერი, 2019 , 16:15

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა და მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა. დაპირისპირების შემდეგ ქირურგი პირ