უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 მაისი, 2018 11:55
font-size

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა, ათენი- ახალი ავიამიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს. Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.

2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა, ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ი 3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით - ვენა-ქუთაისი შესრულდება.

ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველო უცხოელი ვიზიტორებისთვის სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი მიმართულება ხდება. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა, რის შედეგადაც 7 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. 2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარის მგზავრთნაკადმა– 223,656 შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით ქუთაისის აეროპორტში ავიკომპანია Wizz air-ის რეისებით - 111,810 მგზავრმა ისარგებლა.

2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჯამური მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 % გაიზარდა. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, დღის წესრიგში აეროპორტის გაფართოების საკითხი დადგა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა - დავით ბაქრაძე

17 აგვისტო, 2018 , 16:10

მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, რასაც სჭირდება მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც ქმედით ნაბიჯებს გადადგამს პრობლემის მოსაგვარ

ბანკების „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების საკითხზე შემოდგომაზე საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გაიმართება

17 აგვისტო, 2018 , 12:55

მოქალაქეების საკითხზე, რომლებიც ბანკების ე.წ. შავ სიაში არიან და ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყ

ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება - გიორგი ქობულია

17 აგვისტო, 2018 , 12:55

„ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობული

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

17 აგვისტო, 2018 , 11:45

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, აღნიშნულის გამო გერმანიი

მომავალი კვირიდან პურზე ფასის მატებას ელოდებიან

17 აგვისტო, 2018 , 09:00

1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია, მაშინ, როცა სამი თვის წინ ის 37 ლარი ღირდა. მსოფლიო ბაზრის ტენდენციის მიუხედავად, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა მიმართული, საქართველოში ფქვილი ძვირდება. როგორც გაზეთი

მომავალი კვირიდან პურზე ფასის მატებას ელოდებიან

16 აგვისტო, 2018 , 15:40

1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია, მაშინ, როცა სამი თვის წინ ის 37 ლარი ღირდა. მსოფლიო ბაზრის ტენდენციის მიუხედავად, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა მიმართული, საქართველოში ფქვილი ძვირდება. როგორც გაზეთი

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან