უკან

საზოგადოება

15 აგვისტო, 2017 18:33
font-size

რომის პაპი ილია მეორეს: შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას

შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო, - ნათქვამია რომის პაპის მიერ საქართველოს პატრიარქისადმი გამოგზავნილ წერილში, რომლითაც პაპი ფრანცისკე ილია მეორეს წმინდა ილია თეზბიტელის დღესასწაულს ულოცავს.

"თქვენი ზეციური მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი სიახლოვის განცდით ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო, გულითად სურვილებს. არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა ერთურთისათვის ლოცვისა, რომელიც გასულ წელს, თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ჩვენი დაუვიწყარი შეხვედრისას ერთმანეთს აღვუთქვით. გარწმუნებთ რომ, პირნათლად ვასრულებ ამ დანაპირებს, განსაკუთრებით ამ საიუბილეო წელს, როცა საქართველოს ეკლესია ზეიმობს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების მეორმოცე და დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მეასე წლისთავს.

შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო; მსურს კვლავაც გამოვხატო თქვენდამი ღრმა სულიერი სიახლოვის გრძნობა და გიძღვნათ ძმური მშვიდობის ამბორი",- ნათქვამია წერილში.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორემ მილოცვის წერილები მიიღო შემდეგ სულიერი ლიდერებისგან - მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე, რომის პაპი ფრანცისკე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II, თეატირონისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი, საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი და სხვა.

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი, 2021 , 21:54

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი , ეხმაურება ჟურნალისტ ვახო სანაიზე განხორცილებულ თავდასხმას და პოლიციას მოუწოდებს სწრაფად გამოიძიოს მომხდარი. "კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალად

ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე - სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი, 2021 , 17:40

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მისი განცხადებით, 100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3265 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2021 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3265 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ - ამირან გამყრელიძე

25 თებერვალი, 2021 , 16:30

მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, კიდევ წელი-წელიწადნახევარი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძე

26 თებერვლამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

25 თებერვალი, 2021 , 15:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს და ხვალ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, იკლებს ნალექის ინტენსიობა და რამდენიმე გრადუსით მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. დასავ

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ

25 თებერვალი, 2021 , 15:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთხელ იქნა მიღებული განბაჟების გადავადების გადაწყვეტილება, კერძოდ: საქართველო