რომის პაპი სამდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება

რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

სომხური მედიის ცნობით, რომის პაპმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისა და დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, 1915 წელს ოსმანეთის იმპერიაში სომხების მასობრივ დახოცვას - გენოციდი უწოდა.

BBC-ს ინფორმაციით, სომხების მასობრივი დახოცვის თემაზე საუბრისას პონტიფიკოსმა, თავდაპირველად, სომხური ტერმინი „მეც ეგერნ“ გამოიყენა („დიდი ბოროტება“), თუმცა შემდგომ ტერმინი „გენოციდი“ დაამატა.

გარდა ამისა, ფრანცისკემ ერევანში სომხების გენოციდის მემორიალთან ყვავილები მიიტანა. მასთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად და სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე იმყოფებოდა.

რომის პაპის სიტყვაზე კომენტარი ოფიციალურ ანკარას ჯერჯერობით არ გაუკეთებია, - იტყობინება ბიბისი.

მონიკა დავლიანიძე