უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 ოქტომბერი, 2018 17:05
font-size

რომში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა გაიმართა

ქ. რომში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორთა შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, საგანგებო დავალებათა ელჩის, შალვა ცისკარაშვილის ხელმძღვანელობით.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს 2018 წელს, ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე, კარგი მმართველობის გაძლიერებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე. ღონისძიებაზე საგანგებო სესია დაეთმო მიმდინარე წლის დეკემბერში ქ. მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე განსახილველ თემებს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას შალვა ცისკარაშვილმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მან აღნიშნა, რომ 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგაც, რუსული მხარე განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ.

შალვა ცისკარაშვილმა გამოსვლაში ყურადღება ასევე გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, სადაც ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მექანიზმებს არ აქვთ შეღწევის შესაძლებლობა.

შალვა ცისკარაშვილმა აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს, როგორც თანათავმჯდომარის, როლს ამ ფორმატების ფუნქციონირებაში.

მან აგრეთვე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობაზე და დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გამოსვლისას შალვა ცისკარაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ მინსკის შეთანხმებებისა და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები სათანადოდ უნდა აისახოს მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გამართულ დისკუსიებსა და მის დოკუმენტებში.

ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის` წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს

16 იანვარი, 2019 , 16:11

ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს. როგორც ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება, ეს თანხა 4800 კილომ

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის კომიტეტი ფემიციდის საქმეს საქართველოსთან მიმართებით იხილავს

16 იანვარი, 2019 , 13:44

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) საქართველოდან გაგზავნილი ფემიციდის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ერთ-ერთია 2014 წელს მომხდარი ფემიციდის შემთხვევებიდან, სადაც ქალი ყოფილმა მეუღლემ ოჯახში ძალ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა

16 იანვარი, 2019 , 10:15

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტერეზა მეის მიერ ბრიუსელში შეთანხმებულ გეგმას 202-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 432 კი წინააღმდეგი წავიდა.

ქ. ვენაში ცნობილი ქართველი დიპლომატი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაიხსენეს

15 იანვარი, 2019 , 14:30

ცნობილი ქართველი დიპლომატი, 2013-2017 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდა

ტრამპი თურქეთს ემუქრება

14 იანვარი, 2019 , 13:10

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ სირიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის შემდეგ ოფიციალური ანკარა სირიელ ქურთებს დაესხმება თავს. „დავიწყ

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს

12 იანვარი, 2019 , 17:20

პარიზში პროტესტის მეცხრე კვირას ყვითელჟილეტიანების მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ასეული აქტივისტია შეკრებილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მანიფესტაცია ეკონომიკისა და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`