უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აპრილი, 2017 16:55
font-size

როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა - ალექსანდრე ბარამიძე

როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სტამბულის კონვენციის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარე, გიორგი ლომია დაინტერესდა, საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება თუ არა ტრანსგენდერებსა და ტრანსგენდერი ჩაითვლება თუ არა ქალად.

დეპუტატმა შესაბამისი შეკითხვით საკანონმდებლო პაკეტის წარმდგენს ალექსანდრე ბარამიძეს მიმართა.

”ეს არის ცალკე კანონმდებლობის თემა. ვშიშობ, რომ ჩვენი კანონმდებლობა მთლად ცალსახა ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს ამ კონკრეტული ცვლილებების თემა არ არის. ბუნებრივია, უნდა ჩამოვყალიბდეთ - როცა ადამიანი სქესს იცვლის, მას უნდა მიენიჭოს ის სქესი, რომლის სურვილიც ჰქონდა, რომ ჰქონოდა. თუმცა ეს მოცემული კანონმდებლობის თემა არ არის. ეს სხვა კანონმდებლობის თემაა”, - განმარტა ბარამიძემ ლომაიას პასუხად.

ნინო ექვთიმიშვილი

გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ჩატარდება

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში ერთდღიანი გრიპის უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. როგორც „მედიანიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დ

სახალხო დამცველმა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ეწვია და საჯარო ლექცია გამართა. ნინო ლომჯარიამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

რა ხდება გლობალურად ეკონომიკაში, როგორ იცვლება ბიზნესმოდელები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფოები და მათ შორის, საქართველო ამ მიმართულებით, - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა დღე

კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი - საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სემინარი ჩატარდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი გახსნა თემაზე - „კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე; საქართ

ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ევროპის საბჭოსა (CoE) ევროკავშირისა და გაეროს განვით

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 , 16:20

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`