უკან

საზოგადოება

25 ივლისი, 2017 12:40
font-size

როცა აფგან მუხთარლის საქმეს შსს იძიებდა, ჩვენს კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია - ლეილა მუსტაფაევა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, მას გამოძიებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაუგროვდა, კერძოდ, ვისი მოთხოვნით გაიტაცეს აფგან მუხთარლი. ამის შესახებ მუსტაფაევამ პროკურატურაში დაკითხვის დაწყების წინ განაცხადა.

„ამ ორი თვის განმავლობაში, როდესაც პოლიცია გამოძიებას ატარებდა, ჩვენ არ მიგვიღია პასუხები ჩვენს კითხვებზე. ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ იყო აფგან მუხთარლი გატაცებული, ვინ გაიტაცა და რაც მთავარია, ვინ გასცა მისი გატაცების ბრძანება, ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას“, - თქვა მუსტაფაევამ.

მუხთარლის მეუღლე ასევე გამოეხმაურა შს მინისტრის განცხადებას უწყებიდან ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლების შესახებ. მუსტაფაევას თქმით, აღნიშნული მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში უნდა მოქცეულიყვნენ.

„გარდა ამისა, გასულ კვირას შს მინისტრმა განაცხადა, რომ შს სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან არის გადაყენებული. არ უნდა მომხდარიყო მათი გადაყენება. პირიქით, ისინი უნდა მოქცეულიყვნენ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და პასუხი გაეცათ კითხვაზე, მაგალითად, თუ როგორ დაუშვა სასაზღვრო პოლიციამ აფგან მუხთარლის გაყვანა. ასე რომ, მათი თანამდებობიდან გადაყენება არაფერს იძლევა. მათ უნდა გაეცათ კითხვაზე პასუხი თუ როგორ და რატომ დაუშვეს ეს“, - განაცხადა მუსტაფაევამ.

პროკურატურაში ლეილა მუსტაფაევასთან ერთად მისი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი იმყოფება. მისი ინფორმაციით, პროკურატურამ მუხთარლის საქმე 20 ივლისს გადაიბარა, ხოლო მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი