უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 ივნისი, 2020 17:54
font-size

როცა აქციზი იზრდება თამბაქოზე, რა თქმა უნდა იზრდება არალეგალური ვაჭრობის რისკები - ლაშა ხუციშვილი

თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვას ითხოვს. როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში არალეგალური გზით თამბაქოს შემოტანის შემთხვევები, რისი მთავარი განაპირობებელი ფაქტორიც ის სააქციზო პოილიტიკაა, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით 2-3 ჯერ აძვირებს თამბაქოს პროდუქციას; ეს კი მოტივაციას ქმნის ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოვიდეს უაქციზო საქონელი.


აპირებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო გადახედოს თამბაქოს აქციზის დაანგარიშების მეთოდოლოგიას და თვლიან თუ არა, რომ კანონმდებლობა არის მიზეზი, რის გამოც ხშირია ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბადის შემთხვევები, ამ კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილს მივმართეთ.

„ზოგადად, როცა აქციზის მატება შეინიშნება სიგარეტთან მიმართებაში, რა თქმა უნდა იზრდება რისკები არალეგალური ვაჭრობის. ჯერჯერობით სახეზეა ის, რომ აღნიშნული რისკები მართვადია,იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრირების გაუმჯობესებით აღნიშნული არალეგალურად შემოსული ნაწარმი მნიშვნელოვბად მცირდება.

ადვალური ნაწილი არ არის ნამდვილად მოტივატორი ქვეყანაში არალეგალური გზით თამბაქოს შემოდინების. აქ არის რამდენიმე მიმართულება. მაღალრისკიანია ის ქვეყნები, სადაც საქართველოზე იაფი ღირს თამბაქოს ნაწარმი და შესაბამისად ამ რისკების მინიმიზაციის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია ქვეყანაში თამბაქოს არალეგალურად შემოტანის ოფიციალურ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

წყარო: bm

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი