უკან

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 13:10
font-size

როცა ბავშვი მივაბარე მიწას, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, თუმცა არცერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არცერთმა მშობელმა - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი შვილის დასაფლავების შემდეგ მან 51-ე სკოლის მოსწავლეები დაიბარა მომხდარზე სასაუბროდ, თუმცა შეხვედრაზე არასრულწლოვნების მაგივრად კითხვებს მათი მშობლები პასუხობდნენ.

„1-ელ დეკემბერს, როდესაც საავადმყოფოში იწვა ჩემი შვილი, იქ იყო თითქმის მთელი 51-ე სკოლა და არა მხოლოდ ისინი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა. იქ ასევე იმყოფებოდნენ ჩემი მეგობარი იურისტები და პოლიციელები. მათაც და მეც ყური მოვკარით, რომ ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი, მიხეილ კალანდია და გ.ჯ. თავისთავად.

სანამ არ დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სიმართლეში, მანამდე ხმაც არ ამომიღია და არც მათი სახელები მითქვამს. როდესაც ბავშვი მივაბარეთ მიწას, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, რომლებსაც თავიანთი მამები ახლდა თან. მაინტერესებდა რას იტყოდნენ განმეორებით. სამწუხაროდ, არცერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არცერთმა მშობელმა. ბავშვს რომ ვუსვამდი კითხვას, მშობელი მცემდა პასუხს. შემდეგ საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემი შვილის მეგობრებთან დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მათთან საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე“, - განაცხადა სარალიძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე.

დღეს ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

19 თებერვალი, 2019 , 09:00

19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც გაიხსნება 2019 წლის სექტემბერში საგურამოში და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირვე

ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი

18 თებერვალი, 2019 , 17:50

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფ

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო

18 თებერვალი, 2019 , 16:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მ

“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

18 თებერვალი, 2019 , 16:30

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხო

ხვალ ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

18 თებერვალი, 2019 , 15:05

19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც გაიხსნება 2019 წლის სექტემბერში საგურამოში და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირვე

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

18 თებერვალი, 2019 , 13:25

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა უნიკალური პროექტი -  PLUS გამოცდილება დაიწყო. საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებელს  უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს PLUS გამოცდილების