უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 ოქტომბერი, 2018 11:31
font-size

როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი, ეგრე აღარ ხდება - ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი ვრცელდება (ვიდეო)

,,რუსთავი 2“ ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ ახალ აუდიო მასალას ავრცელებს, რომლის მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანია.

ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების დეტალებს უყვება. ყოფილი მთავარი პროკურორის სახელს არ ახსენებენ, თუმცა საუბრიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ პირი, რომელმაც ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა, გააშიშვლა, აწამა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, სწორედ ოთარ ფარცხალაძეა.

„გიორგი ქურდაძე - რომ შემოხვედი შემოგხედე რაღაც სისხლიანი გქონდა აქ.

ლევან ყიფიანი-რაღაცა ეს იყო რა, შევაგინე რა.

გიორგი ქურდაძე-შენ შეაგინე კაცო? რათა?

ლევან ყიფიანი-შესაგინებელი იყო.

ნიკოლოზ ასანიძე-ეგეთ იმაზე წავიდა ურთიერთობა?

ლევან ყიფიანი-კი.

ნიკოლოზ ასანიძე-რამე გაკადრეს ეტყობა, თორემ აბა რატომ შეაგინებდი.

ლევან ყიფიანი-არაუშავს ხდება კაცები ვართ რა. პროსტა ეგეთი ტიპები არიან იცი როგორები არიან-მე მგონი ჩვენ შორის რჩება, როცა პოლიციელი ხარ, მერე ძველი ბიჭი ხარ, მერე პროკურორი ხარ, ძაან ძნელია რა ეხლა. როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი ხარ, ეგეთი რაღაცეები აღარ ხდება. რა ქვია ეს ტიპი ჩალიჩობსო პირდაპირ.”

"კურიერმა" დღეს ყოფილი მთავარი პროკურორის კონსპირაციულ ბინასაც მიაგნო. საუბარია საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ სართულიან სახლზე, რომლის სარდაფშიც ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა სავარაუდოდ სპორტის ყოფილ მინისტრს რამდენიმე საათი აწამებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

იმას, რომ ნაქირავებ ბინაში არაფორმალური შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ამ შეხვედრების მთავარი ფიგურანტი ფარცხალაძე იყო, ადგილობრივები პირად საუბრებში ადასტურებენ. რამდენადაც ცნობილია, თავად ლევან ყიფიანიც განცხადების გაკეთებას აპირებს, თუმცა დაადასტურებს თუ არა ის სარდაფის ინციდენტს, ამას მისი ადვოკატი არ აკონკრეტებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ყოფილი მინისტრი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

სკანდალური ჩანაწერის ნამდვილობა ზაზა ოქუაშვილმა გუშინ "კვირის აქცენტებში" დაადასტურა. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი ამ ფორმით დასაჯა.

იმ სახლში, კი რომელიც ფარცხალაძეს 2016 წლის დასაწყისამდე ჰქონდა ნაქირავები, ახლა საბავშვო ბაღია.

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი