უკან

საზოგადოება

18 აპრილი, 2018 16:40
font-size

როცა საქმე ბავშვები უსაფრთხოებას ეხება, იქ პოლიტიკური სპეკულაციების ადგილი არ არის - ვახტანგ შაქარიშვილი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი ამ ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა.

დეპუტატის ინფორმაციით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი ბაღის ადმინისტრაციის, მშობლებისა და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის შემადგენლობით და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.

შაქარიშვილმა N109 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით , შენობის მდგომარეობა არის ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის მაღალი რისკის შემცველი.

„საექსპერტო დასკვნაში სიტყვა-სიტყვით წერია, რომ შენობაში საბავშვო დაწესებულების არსებობა მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად დროულად იქნა მიღებული მაღალი პასუხისმგებლობის და ვითარების ადეკვატური გადაწყვეტილება,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი განმარტებით, მშობლების და პედაგოგების მხრიდან შეხვედრაზე დაისვა რამდენიმე ძირითადი კითხვა, რაზეც მათ ამომწურავი და მკაფიო პასუხები მიიღეს. კერძოდ, უკლებლივ ყველა აღსაზრდელი ალტერნატიულ ბაგა-ბაღებში გადანაწილდება, შექმნილი სამუშაო ჯგუფი მშობლებისა და პედაგოგების მონაწილეობით შეისწავლის არსებულ ალტერნატივებს; ყველა პედაგოგი და ადმინისტრაციის თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას და მათი სამუშაო პირობები არ გაუარესდება; და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ, ავარიული და სიცოცხლისთვის სახიფათო შენობის ნაცვლად აშენდება თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხო ბაგა-ბაღი.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში აღსაზრდელთა გადანაწილების შესაბამისად ალტერნატიულ მისამართებზე მათ ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

„მივმართავ ყველა ე.წ. პოლიტიკოსს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ, რომ ბავშვების თემის სპეკულირება დანაშაულია. ამ პროცესში ერთადერთი, ვინც მიიღებს სარგებელს, ეს არიან ბავშვები და პედაგოგები, რადგან მათი უსაფრთხოება დაცული იქნება“ - განაცხადა შაქარიშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი