უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ოქტომბერი, 2018 13:15
font-size

როცა შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი, ან ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ამერიკელი, დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ჩაიდინა „დანაშაული“, რომელსაც მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.

კობახიძის განცხადებით, „როდესაც გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი, ან ხარ უბრალოდ ავანტურისტი, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც – მტრისას“.

„დაისვა კითხვები, თუ როგორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი და შეეძლოთ თუ არა მათ იმ დანაშაულის პრევენცია, რომელიც მაშინ ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა. ეს იყო ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ისმოდა 2008 წელს და ამას ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც. ამ კითხვას ძალიან ღია და მკაფიო პასუხი გასცეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა.

მინდა გითხრათ, რომ ეს პასუხი არ არის ნამდვილად დამამშვიდებელი და სასარგებლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გახსოვთ კონდოლიზა რაისის ცნობილი განცხადებები, მაილსის ცნობილი განცხადებები, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს მიხეილ სააკაშვილი იმის თაობაზე, რომ მის ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა ასეთი ცუდი შედეგი.

ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. როდესაც შენ გაქვს მოღალატეობრივი ჩანაფიქრი, ან როდესაც ხარ უბრალოდ ავანტიურისტი, ბუნებრივია, ასეთ დროს არც მეგობრის გაფრთხილებას იღებ ყურად და არც მტრის. ეს იყო ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ეს კითხვა დაისვა მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან 2008 წელს“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი 2008 წელს აცხადებდა, რომ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა და ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს.

კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემებს ეუბნებოდა, რომ 2008 წელს კონფლიქტის ინიციატორი იყო სწორედ რუსეთი.

„მინდა შეგახსენოთ, რას ამბობდა იმ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი. ის აცხადებდა, რომ მაშინ საქართველო მისი დასავლური არჩევანის გამო დაისაჯა. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, როგორც ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც მათ შორის 2008 წელს მიცემულ ინტერვიუშია ასახული და იმავე ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა რუსულ პროვოკაციებს. ანუ ინტერვიუში საუბარია, რომ ინიციატორი კონფლიქტის 2008 წელს იყო სწორედ რუსეთი. ამას ეუბნებოდა ფრანგულ გამოცემებს სალომე ზურაბიშვილი. ის სპეციალურად წავიდა საფრანგეთში რომ ქართული სახელმწიფოებრივი პოზიციები და ინტერესები დაეცვა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა კობახიძემ.

ბრატისლავაში ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორების ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

სლოვაკეთში, ბრატისლავაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ზიანს აყენებს ქვეყანას და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს - მოძრაობა `ქვეყნის სამსახურში` (`სირცხვილია`)

5 დეკემბერი, 2019 , 11:20

ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალე

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

4 დეკემბერი, 2019 , 17:45

4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთოს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარ

`დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება`

4 დეკემბერი, 2019 , 17:05

,,ჩვენს ქვეყანაში მოვლენები უაღესად საშიში სცენარით ვითარდება. დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან,”- ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. შალვა ნათე

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა

4 დეკემბერი, 2019 , 16:10

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათი განცხადებით, 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს - „ახალი საქართველოს“ წევრი

4 დეკემბერი, 2019 , 14:55

„ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, ანა კობახიძის შეფასებით, OSCE/ODIHR - ის დასკვნა მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას აიძულებს. როგორც „ახალი საქართველოს“ მიერ გ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`