უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
სამართალი
როცა სტრასბურგის მოსამართლეები ე.წ. ცინაიდის საქმეში არსებულ კადრებს ნახავენ, ალბათ, ობიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არსებობს და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით.
,,ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არსებობს. არის კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად. შეწყალებას რაც შეეხება, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აქვე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის საკითხს.
"არ მინდა სიღრმეში შევიდე. მე პირადად მაქვს ნანახი ის ვიდეოკადრები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გავრცელდა. როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი, ალბათ, თავის ობიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, გასულ კვირას, პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
ნინო ექვთიმიშვილი