უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ნოემბერი, 2018 16:40
font-size

როცა თადუმაძეს შევხვდი, დამპირდა, 2-3 კვირაში დაგიძახებ, ის 2-3 კვირა კი 4-5 თვე გაიწელა - ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრა მოითხოვა. ამის შესახებ სარალიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

სარალიძის თქმით, თადუმაძე მას დაპირდა შეხვედრას, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და მასთან კომუნიკაციაზე არავინ არ გადის.

„როცა თადუმაძეს შევხვდი, დამპირდა, 2-3 კვირაში დაგიძახებ, შევხვდეთ და გავიაროთ ყველაფერიო, ის 2-3 კვირა კი 4-5 თვე გაიწელა. მოვითხოვ პირადად მასთან შეხვედრას, ამ საქმის პროკურორების თანდასწრებით, რომ ჩამაყენოს საქმის კურსში.

ქალბატონი ეკა ბესელია გამოდის და ბრალდებებს აყენებს ჩემს წინაშე, დაზარალებული მხარე არ ესწრება პროცესებსო. როდის მერე გავხდი მხარე? ცოტა ტვინი დააყოლონ, რა ბრალდებებს ისვრიან ჩემ წინააღმდეგ.

თადუმაძეს მოვთხოვ პირდაპირ, გააკეთოს განმარტება, რასაც ივანიშვილი, ბესელია, ოხანაშვილი, მდინარაძე და ისინი აცხადებენ, დაველოდოთ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოსო", - განაცხადა სარალიძემ.

გარდა ამისა, მან უკმაყოფილება გამოთქვა ბრალდების მხარესთან კომუნიკაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით.

„პროკურორმა შიგნითაც მითხრა პროცესზე, რომ მორჩება, დავილაპარაკოთო. სად არის? ალბათ, სათქმელი არაფერი არ აქვთ ჩემთან.

ისე გაიპარნენ, არაფერი არ გამიგია. რისთვის მაცდევინეს? პროკურატურა უნდა იყოს და ალბათ ასე წერია საქართველოს კოდექსშიც, რომ პროკურორი არის ჩემი წარმომადგენელი პროცესზე. საერთოდ კომუნიკაცია არ გამაჩნია მათთან, არაფერზე მაყენებენ საქმის კურსში. პროცესის დაწყებამდე ქალბატონი მეუბნება, მე ამ საქმის პროკურორი ვარ და არა სხვა საქმისო. რას ჰქვია ეს საქმე და სხვა საქმე? ანუ გაყალბებული საქმის პროკურორია, რომ ბოლომდე მიიყვანოს, როგორც თვითონ უნდათ? მასე სადაა?

მოვითხოვ თადუმაძისგან, გააკეთოს განმარტება, რომ სასამართლო და მოსამართლე არ არის უფლებამოსილი საქმეში ახალი ფიგურანტი შემოიყვანოს", - აღნიშნა სარალიძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი