უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 აპრილი, 2019 14:05
font-size

როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასაჯაროებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს, სადაც მას კომერციულ ბანკთნ შუამდგომლობას სთხოვენ.

კობა გვენეტაძე წერს, რომ მსგავსი წერილით ბევრი მიმართავს და ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება აუცილებელი იყო.

“ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა!

ასეთ, და გაცილებით მძიმე შინაარსის, შეტყობინებებს ბევრს ვიღებ როგორც fb-ზე, ისე სამსახურში.
მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, მაგრამ როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება.

სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება, რაც უკვე ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ავტორს, რა თქმა უნდა, არ ვასაჯაროებ,“- წერს კობა გვენეტაძე.

საკვანძო სიტყვები:

კრიმინალი მომატებული არ არის, ეს არის ცრუ ინფორმაციები - ვახტანგ გომელაური

1 აპრილი, 2020 , 17:20

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი

მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით დაგეგმავს როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული - ვახტანგ გომელაური

1 აპრილი, 2020 , 16:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არის შეჯერებული. მისი თქმით, მთავრობა კოორდინაციაშია საპატრიარქოსთან. „საპატრიარქოსთან კოორ

ვმუშაობთ მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის დანერგვაზე, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან სიახლოვეზე გააფრთხილებს - თამარ გაბუნია

1 აპრილი, 2020 , 15:15

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქართული მხარე მუშაობს მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.

მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ სახლში - პაატა იმნაძე

1 აპრილი, 2020 , 14:20

მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ სახლში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. „ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა განვითა

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება - ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი, 2020 , 16:15

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება. თუ წესი დაირღვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრა

მედიკოსი კორონავირუსით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა - პრემიერი

30 მარტი, 2020 , 18:35

მედიკოსის კორონავირუსის ინფექციით დაინფიცირება მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა, - გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გახარიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით ერთი მედიკოსია კორონავირუსის