უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 სექტემბერი, 2020 10:50
font-size

რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - სახელმწიფოს მიერ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ - ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო. მინისტრის თქმით, ყურძნის კრეფის პიკური პერიოდი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღიურად ათი ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდება.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის, კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება.

საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული. დღე-ღამეში ასეთი ოდენობის ყურძნის გადამუშავება ნიშნავს რამდენიმე ათასი დატვირთული სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკმაოდ მასშტაბური პროცესია, რომელსაც სჭირდება კარგი კოორდინაცია და კონტროლი, რისთვისაც სამინისტროს ყველა შესაბამისი რგოლი რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს. შეფერხება, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ყველა მევენახე ახერხებს, 12 საათის განმავლობაში ყურძნის ჩაბარებას; წლების წინ, მათ ორი-სამი დღე უწევდათ რიგში დგომა.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს დაუდგა პანდემიის პირობებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა ყურძენი უპრობლემოდ ჩააბარონ და მიიღონ ანაზღაურება. 2020 წელსაც რთველი წარმატებით ჩატარდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი ესწრებოდა. როგორც ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, შტაბის წევრები ორგანიზებულად არეგულირებენ ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადებს; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად ხდება მათი გადამისამართება სხვადასხვა საწარმოში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი; ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-ზე მეტი ღვინის საწარმო.

„მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ, 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს, არანაკლებ, 0,80 ლარს გადაუხდის. აღნიშნულ შემთხვევაში, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია 0,30 ლარის ოდენობით როგორც 1 კგ რქაწითელზე, ისე 1 კგ კახურ მწვანეზე,“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. “ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციე

ვითიბი ბანკი აგრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

24 ოქტომბერი, 2020 , 10:45

ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში აშენდა და მოეწყო სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც 1000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტის განსახორციელებლად ვითიბი ბანკის მიე

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ცნობით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩ

ნატო ჩხეიძე კარდაკარის პრინციპით ქარელისა და გორის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

21 ოქტომბერი, 2020 , 14:45

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - ძალა ერ­თო­ბა­შია“- ს  ხა­შუ­რის, ქა­რე­ლის და გო­რის     &

ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

21 ოქტომბერი, 2020 , 12:25

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატალის მიმდებარე ტ

კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

21 ოქტომბერი, 2020 , 10:40

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას განაგრძობს. როგორც “მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნო