უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 აგვისტო, 2019 11:45
font-size

რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთში, ბუქარესტის ეროვნული თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ მოეწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე -11 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ნორვეგიაში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა და მოკლე დოკუმენტური ფილმის „ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას ნორვეგიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის საზაფხულო კურსების სტუდენტებს უმასპინძლა.

ელჩმა სტუდენტებს 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევის შესახებ.

7 აგვისტოს, ლიეპაიას წმინდა სამების ტაძარში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს და ლიეპაიას მერიის თანაორგანიზებით, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისა და რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის მე-11წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება ფონდის „ვია კულტურის“ და საეიმას წევრის, დაცე ბლუკეს ინიციატივით გაიმართა.

გამოფენა, 2019 წლის 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ასევე, 8 აგვისტოს ეგვიპტეს არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმარუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 11 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ინტერვენციიდან 11 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

ალექსანდრე ნალბანდოვმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობასა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის მასშტაბებზე, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლების დარღვევით.

ელჩმა აქვე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართულ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე. მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ოკუპაციის 11 წლისთავთან დაკავშირებულ ფოტო-ვიდეო მასალებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი