უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ოქტომბერი, 2017 12:45
font-size

რუს და ქართველ ხალხებს აქვთ ურთიერთობის ნორმალიზებისა და აღდგენის მოთხოვნა - კონსტანტინ კოსაჩოვი

რუს და ქართველ ხალხებს აქვთ ურთიერთობის ნორმალიზებისა და აღდგენის მოთხოვნა , - განაცხადა რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხემძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა გუშინ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

,,ბოლო დროს საპარლამენტო ხაზით კონტაქტები გაყინული აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ,,ჩვენი ერები მზად არიან ურთიერთობის აღდგენისთვის.“

როგორც კოსაჩოვმა აღნიშნა, ასეთ სიტუაციებში საპარლამენტო დიპლომატია მზადაა, გამონახოს ახალი შესაძლებლობები ურთიერთობების აღსადგენად.

,,საზოგადოებრივი მოთხოვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე არსებობს. ჩვენ როგორც პარლამენტარებმა ორიენტირება უნდა მოვახდინოთ არა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, არამედ ხალხის მოთხოვნებზე“, - თქვა რუსეთის ფედერაციული საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა.

როგორც ,,რია ნოვოსტი“ წერს, კოსაჩოვნა აქვე ,,სიამოვნებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ერთ ადგილზე არ არის გაჩერებული.“

რუსულ სააგენტოს ,,პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ლომიას კომენტარიც მოყავს.

ლომიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჩიხში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიდა.

,,სამწუხაროდ, ჩვენი პარტია ერთადერთია პარლამენტში, ვისაც ესმის, რომ რუსეთთან, აფხაზეთთან დიალოგის გარეშე ამ ჩიხიდან გამოსვლა შეუძლებელია“, - აღნიშნა ლომიამ.

,,რია ნოვისტის“ ინფორმაციით, შეხვედრის დროს ქართველმა დეპუტატებმა წუხილი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს საშუალება მოინახულოს ახლობლების საფლავები ცხინვალის რაიონში.

ნინო ექვთიმიშვილი

მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას დაასრულებს

30 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომები

გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

29 სექტემბერი, 2020 , 17:49

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა

29 სექტემბერი, 2020 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევრო

მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის

29 სექტემბერი, 2020 , 16:05

„ლელოს“ ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა - კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა

„ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნებს

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

„ქართული ოცნების“ სრული საარჩევნო სია პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გამსვლელ სიაში ოცეულის შემდ

მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს - გია ვოლსკი

29 სექტემბერი, 2020 , 15:30

მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი იყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე -სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე