კომენტარი


რუს სპეციალისტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება.
როგორც დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია.
„ლუგარის ლაბორატორია არის ერთ-ერთი უმძლავრესი სამედიცინო ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია, დეტექცია და საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება და არავითარ შემთხვევაში რაიმე ნივთიერებების დამზადება, იქნება ეს ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის. რამდენიმეჯერ იყო რუსეთის სხვადასხვა წრიდან პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს მოიცავს, ჩვენ მოვიწვიეთ მათი სპეციალისტები და ახლაც შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსულმა მხარემ საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
26 თებერვალი, 2021 , 17:08
გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე
26 თებერვალი, 2021 , 16:56

თუ მელიას მიზანია იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ - ალუდა ღუდუშაური
26 თებერვალი, 2021 , 12:39

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი
25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი
24 თებერვალი, 2021 , 15:30

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა
24 თებერვალი, 2021 , 15:15