უკან

კონფლიქტის ზონა

15 მარტი, 2019 15:25
font-size

რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე - დავით ქაცარავა ხურვალეთში არსებულ ვითარებაზე

სოფელ ხურვალეთის განაპირას, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.


სოფელ ხურვალეთთან პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები. ისინი ხურვალეთში რუსი ოკუპანტების შესვლას ადასტურებენ.

დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოქალაქის ბაღი დაიკავეს. ქაცარავა მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩვეულებრივად შევდიოდით, სადაც მოქალაქეები და მოსახლეობა მუშაობდა, შედიოდა თავსი ბაღებში - დღეს იქ უკვე რუსები არიან. სურათებიც კი არ გადააღებინე ს ქალბატონს, რომ გადმოეგზავნა და ეჩვენებინა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მთელი მთავრობის შემადგენლობის, მთელი სამოქალაქო სექტორის აქ ჩამოსვლას იმიტომ, რომ რუსები გვართმევენ კიდევ მიწებს,“ - განაცხადა ქაცარავამ.

საგუშაგოსთან ასევე იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი