უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

2 ივნისი, 2017 17:30
font-size

რუსეთ- საქართველოს საგზაო რუკაზე, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი იქნება წარმოდგენილი - ანატოლი ბიბილოვი

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საგზაო რუკაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტს გულისხმობს, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი იქნება წარმოდგენილი.

ამის შესახებ ბიბილოვმა РИА Новости-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ შემოვიფარგლებოდი ცნებით „ტრანზიტი რუსეთიდან საქართველოში“. საქართველოს გარდა, კავკასიაში აზერბიაჯანი, სომხეთი, ირანი და თურქეთი არსებობს. რასაკვირველია, გზა სამხრეთ ოსეთის გავლით ყველაზე მოხერხებულია თურქეთისთვისაც, აზრებიაჯანისთვისაც, სომხეთისთვისაც და საქართველოსთვისაც.

მაგრამ, იმისათვის, რომ ეს გზა გაიხსნას, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირველ რიგში თვითონ საქართველოსი. ჩვენი მხრიდან, არამგონია, იყოს რამე პრობლემა. ერთადერთი პრობლემა, რაზეც აპელირებს საქართველო, არის სამხრეთ ოსეთის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ უფლებას, რომ სამხრეთ ოსეთი ამ საგზაო რუკაზე, თანაბარუფლებიანი პარტნიორი არ იყოს. სამხრეთ ოსეთი თანაბარუფლებიან პარტნიორად უნდა წარსდგეს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები. პრინციპში, სამხრეთ ოსეთისთვის პრობლემები არ არსებობს.

ზოგჯერ მადანაშულებენ,რომ ამ გზასთან დაკავშირებით თითქოსდა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არსებობს. მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს ჯერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმისთვის არ აქვს ხელი მოწერილი. მაგრამ, ჩვენ პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ იმ ხალხზე,რომლებიც აზერბაიჯანში, სომხეთში ცხოვრობენ. იმათზე, ვისაც რუსეთსა და ირანთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება უნდა. არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები მხოლოდ საქართველოზე.

სხვა საქმეა რუსეთი და საქართველო,რომლებსაც დღეს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა მათი ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება. ამიტომ, პრინციპში, პრობლემებს ვერ ვხედავ. თუ საქართველო გააგრძელებს მოთხვონას, რომ სამხრეთ ოსეთი არ იყოს თანაბარუფლებიანი პარტნიორი, საჭირო იქნება კონსულტაციების გამართვა, მოლაპარაკება და განმარტება, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ რესპუბლიკა ვართ, და ჩვენ თანაბარუფლებიანი პატნიორები ვიქნებით“,-განაცხადა ბიბილოვმა.

მონიკა დავლიანიძე

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

თბილისსა და ცხინვალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა - ტოივო კლაარი

13 თებერვალი, 2020 , 10:56

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`