უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 მარტი, 2018 13:50
font-size

რუსეთი 23 ბრიტანელ დიპლომატს აძევებს და ბრიტანულ საბჭოს ხურავს

ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის ზომების საპასუხოდ რუსეთი 23 ბრიტანელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ბრიტანელ დიპლომატებს რუსეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ.

გარდა ამისა, უქმდება ნებართვა სანქტ-პეტერბურგში დიდი ბრიტანეთის საკონსულოს გახსნის შესახებ.

რუსეთი ასევე კრძალავს ბრიტანული საბჭოს საქმიანობას ქვეყნის ტერიტორიაზე.

„რუსეთის ფედერაციაში ბრიტანული საბჭოს სტატუსის დაურეგულირებლობის გამო მისი საქმიანობა წყდება“, - წერია განცხადებაში.

ბრიტანული საბჭო საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს შორის.

რუსეთში ბრიტანული საბჭო 20 წელზე მეტი მუშაობდა. მისი საქმიანობა ხელს უწყობდა ორ ქვეყანას შორის კულტურ გაცვლას.

საბჭო შეიქმნა 1934 წელს სამეფო ქარტიით. დიდ ბრიტანეთში ის საქველმოქმედო ორგანიზაციას წარმოადგენს.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ქალაქ სოლსბერში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.

12 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რათა მოსკოვს პასუხი გაეცა, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

რუსეთმა ამ ულტიმატუმზე არ უპასუხა. ამის შემდეგ მეიმ თემთა პალატაში გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებენ 23 რუს დიპლომატს და დიდი ბრიტანეთის დასატოვებლად მათ ერთი კვირა აქვთ.

გარდა ამისა, ლონდონი მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

სომხეთი: კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი პაციენტი

8 ივლისი, 2020 , 12:50

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ინფიცირებული. 8 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 29 820 შე

სომხეთი: კორონავირუსის 330 ახალი შემთხვევა, 7 პაციენტი გარდაცვლილი

6 ივლისი, 2020 , 12:15

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 28 936-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე

რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 135 გარდაცვლილი პაციენტი

6 ივლისი, 2020 , 12:15

რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 611 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1 907 ასიმპტომურია. რუსეთში 135-ით გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რიცხვიც. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19

რუსეთი: კორონავირუსი 6 632 ახალი შემთხვევა, 168 გარდაცვლილი პაციენტი

4 ივლისი, 2020 , 14:05

რუსეთის კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსეთში „კოვიდ-19“ 6 632 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსული ინფექციით 674 000-ზ

სომხეთი: კორონავირუსის ი 580 ახალი შემთხვევა, 8 გარდაცვლილი პაციენტი

4 ივლისი, 2020 , 14:05

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია უკვე 27 900 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში სომხეთში „კოვიდ-19&ldq

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა

4 ივლისი, 2020 , 10:30

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ვირუსის შედეგად შვიდ თვეში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც „როიტერი&l

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე