უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 დეკემბერი, 2018 12:20
font-size

რუსეთი არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული - მამუკა ბახტაძე

რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და არ გაჰყავს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იყენებს ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას, რათა მსოფლიოს მიაწვდინოს თავის გზავნილი.

„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქნა სწორედ ერთობლივი ძალებით დაძლეული. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა, რომელსაც ჰქვია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.

„ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები სამშვიდობო პოლიტიკაში. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა, რომელსაც ჰქვია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

50 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 20 უპილოტო საფრენი აპარატი და სადაზვერვო ტექნიკა - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს

19 სექტემბერი, 2019 , 10:40

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს. „კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, სწავლება რუსეთის სამხრეთში მდებარე პოლიგონებზე, ასევე სომხეთში და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალი

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო აქტივობის შეწყვეტა - ირაკლი ანთაძემ

13 სექტემბერი, 2019 , 17:42

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსე

დათა ვანიშვილი მედლინ მუნს: 88 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ და ახლა გავხდი რუსეთის?

13 სექტემბერი, 2019 , 14:50

88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა, დათა ვანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მის

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

10 სექტემბერი, 2019 , 10:15

სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფი

საქართველოს საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს

7 სექტემბერი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მო

პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული - ირაკლი ანთაძე

6 სექტემბერი, 2019 , 16:31

პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს