უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივლისი, 2017 17:25
font-size

რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს იმაში რასაც აკეთებს - თამარ კეკენაძე

რუსეთს არ გადაუხდია პოლიტიკური ფასი 2008 წელს და რუსეთი არ იხდის პოლიტიკურ ფასს მას შემდეგ, რაც მუდმივად ცდილობს დაარღვიოს ყველა არსებული შეთანხმება და ფაქტია, სადაცაა თბილისს მოგვიკაკუნებს“-, ასე აფასებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს. მისი განმართებით ყველაფერი გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ,,ქართული ოცნება’’ ახორციელებს, უფრო სწორად პოლიტიკის არ არსებობიდან. ,,ჩვენ არ ვიცით რეალურად რა სტატეგია აქვს ,,ქართულ ოცნებას’’ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა და დეოკუპაციისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხი იდგეს დღის წესრიგში“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

პარტიის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საკითხი არ იქნება დღის წესრიგში იმ შეხვედრაზე, სადაც კვირის ბოლოს ხვდებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები. მისი განმარტებით მთავარი თემები იქნება სირია და უკრაინა. ,,უკრაინის შემთხვევაში მოხერხდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება, პოლიტიკური ფასი რუსეთმა მაინც გადაიხადა, თუ სანქციებს გავითვალისწინებთ, ჩვენ შემთხვევაში ესეც ვერ მოხერხდა“, აცხადებს თამარ კეკენაძე. იგი განმარტვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა აწარმოოს ძალიან სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკა და აქვე დასძენს, რომ თვის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში. ეს არის მათი მხრიდან გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და საქართველოსთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან ღიად გულწრფელად ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს რუსეთთან პირისპირ, რათა არ მივიღოთ კიდევ უფრო მეტად დამძიმებულ ვითარება.

,,ერთია საერთაშორისო რეაგირება და მეორე ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული მძიმე ვითარება. საქართველოში პრობლემების მოგვარება არ ხდება. ამ ქვეყანაში ერთი პრობლემა მეორე პრობლემით იფარება და სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ დავიწყებთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დალაგებას ძალიან მალე გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი