უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

31 ივლისი, 2017 12:30
font-size

რუსეთი აშშ-წარმომადგენლობას 455 ადამიანამდე ამცირებს - კრემლის პასუხი სანქციების გამკაცრებას

„ამერიკული დიპლომატირური კორპუსის 755 წარმომადგენელი დატოვებს რუსეთს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ВГТРК-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეზღუდვა ეხება როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.

„ათასზე მეტი თანამშრომელი - დიპლომატიცა და ტექნიკური მუშაკიც - ამ დრომდე მუშაობს რუსეთში, აქედან 755-მა უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში. ეს მგრძნობიარეა“, - განუცხადა პუტინმა რუსულ არხს.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა ამერიკის კობგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის საპასუხოდ მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. პუტინის თქმით, ამით ამერიკულმა მხარემ „გადადგა არაფრით პროვოცირებული ნაბიჯი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებისთვის“.

აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის შემცირების შედეგად რუსეთში 455 ადამიანი დარჩება. ზუსტად ამ რიცხვამდე იყო შემცირებული რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა აშშ-ში.

„ჩვენ საკმაოდ დიდხანს ველოდით, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, გვქონდა ამის იმედი, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა. როგორც ჩანს, ის მალე არ შეიცვლება. მე ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, უპასუხოდ არაფერი არ დავტოვოთ“, - აღნიშნა პუტინმა.

შეზღუდვა პირველი სექტემბრისთვის ამოქმედდება.

რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი. მაკფოლის თქმით, მისი ელჩობის დროს ამერიკის საკონსულოში 755 თანამშრომელი არ მუშაობდა.

„დარწმუნებული ხართ, რომ 755 ამერიკელი დატოვებს? ამდენი ამერიკელი არ გვყავდა მთელ საკონსულოში, როცა მე იქ ვმუშაობდი“, - დაწერა რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა Washington Post-თან განაცხადა, „ეს სამწუხაროა და არაფრისგან გამოწვეული მოქმედებაა“.

„ჩვენ შევაფასებთ, რა გავლენას მოახდეს ეს შეზღუდვა და როგორ ვუპასუხოთ მას“, - განაცხადა ნაუერტმა.

ანა მებურიშვილი

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი