მსოფლიო
რუსეთი დროებით ზავზე პასუხს აჭიანურებს, ცდილობს გააგრძელოს ომი და მაქსიმალურად გადაავადოს მშვიდობის დადგომა - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგ უკვე ერთ დღეზე მეტია, რაც რუსეთი 30-დღიან დროებით ზავზე არსებით პასუხს არ აძლევს.
"სამწუხაროდ, უკვე 24 საათზე მეტია, რაც მსოფლიო ვერ იღებს არსებით პასუხს რუსეთისგან იმ წინადადებებზე, რომლებიც გაისმა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ცდილობს გააგრძელოს ომი და მაქსიმალურად გადაავადოს მშვიდობის დადგომა. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება, რათა რუსეთი იძულებული გახდეს დაასრულოს ომი," - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.
„ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს უკრაინის ფუნდამენტური პოზიციების შესახებ აცნობეს. უკრაინა მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის ჰაერსა და ზღვაზე, მაგრამ აშშ-მა მისი ხმელეთზე გაფართოების შეთავაზება წამოაყენა. უკრაინა ამ წინადადებას მიესალმება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განვიხილეთ“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინამ განაცხადა, რომ დათანხმდება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუ რუსეთიც ასეთივე ნაბიჯს გადადგამს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ წინადადებას მოსკოვს გადასცემს და მის დათანხმებას მოელის.
კრემლის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი დროებითი ზავის წინააღმდეგია და მხოლოდ გრძელვადიანი შეთანხმებითაა დაინტერესებული.
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28
კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
16 იანვარი, 2026 , 15:37
მარია კორინა მაჩადო შესანიშნავი ქალია, ჩემი შრომისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადმომცა, ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია - დონალდ ტრამპი
16 იანვარი, 2026 , 09:06


