უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 დეკემბერი, 2016 15:25
font-size

რუსეთი ევროკავშირის დესტაბილიზაციისთვის ორგანიზებულ პოლიტიკას ატარებს - ბულგარეთის პრეზიდენტი

ბულგარეთის მოქმედი პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ევროკავშირს რუსეთის მხრიდან მომდინარე დესტაბილიზაციის მცდელობაზე აფრთხილებს.

როგორც პლევნელიევმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მოსკოვი ევროკავშირის დასუსტებას ულტრანაციონალისტური პარტიებისა და მოძრაობების მხარდაჭერით ცდილობს.

მისი თქმით, ასევე, რუსეთი ახალ იდეოლოგიურ ფუნდამენტზე ცდილობს მიაღწიოს იმას, რისი გაკეთების მცდელობა, თავის დროზე, საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

„ევროპის დასუსტება დემოკრატიის ფასეულობებსა და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის იდეაში ეჭვის შეტანის გზით უნდა მოხდეს“,-აღნიშნა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იგივე მიზანს ახორციელებს მოსკოვი ინტერნეტში.

„ეს ორგანიზებული პოლიტიკაა, რომელიც ევროკავშირის დესტაბილიზაციის მკაფიო მიზანია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას უნდა განემარტოს, თუ რა ხდება და რისკენ არის მიმართული რუსული პროპაგანადა“,-აღნიშნა პლევნელიევმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, ბულგარეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვება რუმენ რადევმა მოიპოვა,რომელიც პრორუსული შეხედულებებით გამოირჩევა.

გენერალ-მაიორი რადევი, თანამდებობას 2017 წლის 22 იანვარს დაიკავებს.

მონიკა დავლიანიძე

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია

14 დეკემბერი, 2018 , 11:45

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა  სტრასბურგის ნ

თურქეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 43 დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

თურქეთში, ანკარა-კონიას გზაზე ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მატარებლის ორი ვაგო

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2018 , 15:55

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფის

საქართველოს ელჩი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

12 დეკემბერი, 2018 , 14:55

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თ

მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კუალა-ლუმპურში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგე

აზიის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის მიუხედავად მდგრადია

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკები საგარეო გამოწვევებს მზარდი შიდა მოთხოვნის ხარჯზე წარმატებით უმკლავდებიან, ხოლო, ინფლაციური წნეხები სუსტდება, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (აგბ) ახალ ა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`