უკან
მსოფლიო
11 ივლისი, 2020 12:40
რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 188 გარდაცვლილი პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 205-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 497 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 378 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.