უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ოქტომბერი, 2016 14:10
font-size

რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს - იენს სტოლტენბერგი

ვინაიდან რუსეთისგან მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის, ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეიარაღებული ძალების საერთაშორისო კონტინგენტის გაძლიერებაზე.

„თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს კონტინგენტის გაზრდაზე ვისაუბრეთ. შეერთებული შტატები, კანადა, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი და თურქეთი მზად არიან რეგიონში ალიანსის გაძლიერებას შეუწყონ ხელი. ნატო-ს საერთაშორისო გუნდი არსებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მოქმედებების დახვეწაზე იმუშავებს.

შეხვედრაზე ასევე რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები განვიხილეთ. ისინი აგრძელებენ მაშტაბურ წვრთნებს ნატო-ს საზღვრებთან ახლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რუსეთი მზადაა სამხედრო ძალა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. რუსეთისგან ასევე მუქარის შემცველი რიტორიკა გვესმის. აქედან გამომდინარე, ნატო ვალდებულია მტკიცე შეკავების პოლიტიკა განახორციელოს,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების თარგმანსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

ნინო ექვთიმიშვილი

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`