უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 დეკემბერი, 2016 14:50
font-size

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებს C400 შეიტანს - ვახტანგ მაისაია

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებს C400 შეიტანს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული.

როგორც ექსპერტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ სისტემის განთავსებით, რუსეთს ექნება საშუალება გააკონტროლოს არამარტო კავკასიის, არამედ შავი ზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სივრცეები, რადგან C400 სამოქმედო რადიუსი 500-დან 800 კილომეტრამდეა.

"სარაკეტო-საზენიტო კომპლექს C400-ებს აქვთ საშუალება, აწარმოონ არამხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ოპერატიულ, სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეებზე, არამედ მათ აქვთ იმის საშუალებაც, რომ აწარმოონ რადიოლოკაციური და ელექტრონული ბრძოლის ელემენტები. ამ სისტემამ მოითხოვა საკმაოდ დიდი ენერგეტიკული მომარაგების ხაზების შექმნა და, ბუნებრივია, ამ სისტემის განლაგება ოკუპირეული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, დააბრმავებს საქართველოს ელექტროსისტემებს. ფაქტია, ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, რომ საჭირო მომენრტში მოხდეს ჩევნს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ელექტრო-რადიოლოკაციური ომის წარმოება“, - განაცხადა მაისაიამ.

ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა ოკუპანტებმა სხვა მოიერიშე შეიარაღებაც შეიტანონ.

მონიკა დავლიანიძე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

რუსეთი და სამხრეთ ოსეთი უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან - მარატ კულახმეტოვი

8 სექტემბერი, 2018 , 12:55

„სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რ

ოკუპირებული ახალგორის რაიონული სასამართლოს განმარტებით, თამარ მეარაყიშვილის მიმართ საქმეები დარღვევებით აღიძრა

5 სექტემბერი, 2018 , 12:13

ოკუპირებული ახალგორის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურას დაუბრუნა. მოსამართლის განმარტებით, მეარაყიშვილის მიმართ ბრალდების

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`