უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

4 მაისი, 2018 11:40
font-size

რუსეთი რომ არ შეჭრილიყო დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში, ნატო თავის სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა - პეტრ პაველი

„რუსეთი რომ არ შეჭრილიყო დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში, ნატო თავის სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა“, -ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრ პაველმა პრაღაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო კონფერენციაზე (NATO Stratcom) განაცხადა.

„რუსეთი რომ არ შეჭრილიყო დნესტრიპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში, ამასთანავე რომ არ გადაეყარა ფანჯრიდან ყველა საერთაშორისო სტანდარტი, ნატო არ გააძლიერებდა თავის სამხედრო წარმომადგენლობას საკუთარ აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე“, -დასძინა პაველმა.

მისი შეფასებით, „რუსეთი არაა მოხარული ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგით, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალური დემოკრატიის დასავლურ ნიმუშზე, და ცდილობს, შეცვალოს ის იმგვარად, რომ ის მეტად მიესადაგებოდეს საზოგადოების მისეულ ეროვნულ მოდელს“.

პაველის აზრით, ამასთან რუსეთი არ ახორციელებს კლასიკურ სამხედრო აგრესიას, არამედ იყენებს ჰიბრიდულ საშუალებებს, კერძოდ, პროპაგანდას, რომელსაც ავრცელებს ტრადიციული მედიასა და სოციალურ ქსელებში.

რუსეთი-ნატოს ურთიერთობა გაუარესდა ყირიმის ანექსიასა და დონბასში დაწყებული კონფლიქტის გამო.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - Fox News

6 ნოემბერი, 2024 , 11:25

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩ

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

4 ნოემბერი, 2024 , 11:00

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმ

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

28 ოქტომბერი, 2024 , 11:47

იაპონიის მმართველმა კოალიციამ, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მმართველმა კოალიციამ 215 მანდატი მოიპოვა, რაც ბევრ

ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში ყველა მხარეს მოუწოდებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“

2 ოქტომბერი, 2024 , 13:30

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელზე ირანის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა დაგმო, ამავდროულად მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ლიბანში. როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონმა საფრანგეთის

ისრაელში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

2 ოქტომბერი, 2024 , 12:50

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს. უწყების ცნობით, იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე ჩავიდა კონსული. სამინისტროში ასევე ამ

ისრაელი და ჰეზბოლა ახალი დარტყმების შესახებ იუწყებიან

2 ოქტომბერი, 2024 , 12:42

ისრაელზე ირანის სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დღეს, 2 ოქტომბერს, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამ