უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 თებერვალი, 2018 11:30
font-size

რუსეთი საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას საფრთხეს უქმნის - ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრა შეაჯამა.

როგორც მან განაცხადა, მთავარი უთანხმოება მხარეებს შორის 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებამ გამოიწვია. აბაშიძის განმარტებით, რუსული მხარე ახდენს შეთანხმების დებულებების ინტერპრეტირებას, რაც ამ დოკუმენტის ამოქმედებას ხელს უშლის.

„განვიხილეთ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ. მე ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტირებისა და პოლიტიზირების გარეშე. ბოლო პერიოდში რუსეთში, ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომელიც აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს ეწინააღმდეგება. პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს შეთანხმების დებულებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული პროექტის ამოქმედებას“, - თქვა აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა დააზუსტა, კერძოდ, რა ინტერპრეტაციებზეა საუბარი. აბაშიძის თქმით, რუსეთის მხარე საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ე.წ. საბაჟო საზღვრებზე საუბრობს, რაც შეთანხმებით გათვალისწინებული არაა.

„კომენტარები, რაც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა ოფიციალური პირების დონეზე, კონკრეტულად, იქ საუბრობდნენ, ე.წ. საბაჟო საზღვრებზე – საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის. საუბარია ტერმინალებზე, რომელიც უნდა განლაგდეს, სავაჭრო დერეფნების შესასვლელებსა და გასასვლელებში და ამ ტერმინალებზე უნდა იმუშაონ შვეიცარიული კომპანიის მონიტორებმა. ამავე დროს ეს არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის და იქ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მოხსენიებული არ არის. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი მომენტებია“, -განმარტა აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, კარასინისგან შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების ხელმოწერის მზაობა მოისმინა, თუმცა კონკრეტული თარიღი ისევ არ დასახელებულა.

„რუსეთი აპირებს, როგორც მათ განაცხადეს, ხელი მოაწეროს კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან, მე ვერ გეტყვით როდის, თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ სერიოზულ კითხვებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინტერპრეტაციები ბადებს, რომლებსაც რუსეთის მხარე აკეთებს შინაარსთან დაკავშირებით. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა ამ პროექტის განხორციელებაში“, -თქვა აბაშიძემ.

რუსეთმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ 2011 წელს მოაწერა ხელი.

ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო დერეფნები, რომლებიც ნეიტრალურმა მონიტორებმა უნდა გააკონტროლონ.

საქართველოს მთავრობამ შვეიცარიულ კერძო კომპანიასთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გააფორმა და ამ დრომდე რუსეთის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს ელოდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

შესაძლებლობების ფანჯარა იხურება - კარლ ჰარცელი

26 თებერვალი, 2020 , 14:57

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რაუნდის თარიღ

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია საერთო ოპოზიციური კანდიდატების სიასთან დაკავშირებით - ალეკო ელისაშვილი

26 თებერვალი, 2020 , 13:10

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური გაერთიანების ფარგლებში საერთო ოპოზიციურ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებას არ ადასტურებს. „გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დასრულებულია მოლ

ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია

26 თებერვალი, 2020 , 13:10

ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ - საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`