უკან

კომენტარი

4 მაისი, 2017 13:20
font-size

რუსეთი საერთშორისო სამართლის ნორმების უგულველყოფას განაგრძობს - ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის შეხვედრას ეხმიანება.

საკითხის კომენტირებისას ციხელაშვილი ამბობს, რომ რუსეთი საერთშორისო სამართლის ნორმების უგულველყოფას განაგრძობს.

მისივე თქმით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

„ეს არის საკმაოდ გამომწვევი ნაბიჯი. არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს კიდევ ერთხელ, არამედ მიმართულია პრინციპების წინააღმდეგაც, რაზეც რუსეთის ფედერაციას საუბარი ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევაა ამ ლიდერების და ქვეყნების მიმართაც,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისათვის, შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და ლეონიდ ბიბილოვს შორის სოჭში შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული რეგიონის ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას კვლავაც აპირებს.

ნინო ექვთიმიშვილი

არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას - დავით ზალკალიანი

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მი

კახა კალაძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება. ნადირაძის თქმ

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევ

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`