უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 12:05
font-size

რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას თავიდანვე სჯიდა კონფლიქტებითა და დაპირისპირებით - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო 25 წლის განმავლობაში, თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ეს გამოწვევები თავიდანვე მომდინარეობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთისგან, როგორც გაერო-ს უსაფრთხოების წევრი ქვეყნისგან მსგავსი ქმედებები არ უნდა ხორციელდებოდეს.

„არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სულ დასაწყისიდანვე, 90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, საქართველოს ნაბიჯებს გახდეს მართლაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა, თავიდანვე სჯიდა იმ კონფლიქტებითა და დაპირისპირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა და მას ტერიტორიული მთლიანობა დაუკარგა. ეს ტენდენცია სამწუხაროდ გრძელდება დღესაც, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც შეიარაღებას, ასევე არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიც არის წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე. ზღუდავს ურთიერთობებს საზოგადოებებს შორის და ამას ახორციელებს ფაქტიურად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენს ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომელიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის.

ამ ყველაფერს ახორციელებს სახელმწიფო, რომელიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი, სახელმწიფო, რომელსაც პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს სწორედ როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

უნდა გაეცეს პასუხი, ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები - მამუკა მდინარაძე ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვაზე

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირა

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

20 ნოემბერი, 2018 , 17:50

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან, ლუკას ბეგლინგერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისათ

ეს არათუ გაუგონარია, არამედ თეორიულადაც კია წარმოუდგენელი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება მიმდინარეობს, სიცრუეს უწო

მეორე ტურის წინ ბათუმის საარჩევნო უბნებიდან 19 პირი წავიდა - მირდატ ქამადაძის აზრით, ამ ფორმით ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე საოლქო კომისიის მიერ დანიშნული 19 წევრი წავიდ

ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობს

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურისთვის ყალბ პირადობის მოწმობების დამზადებას მეთვალყურეობენ. "საერთაშორისო გამჭირ

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ოკუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`