უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 ივლისი, 2018 14:30
font-size

რუსეთი-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ამუშავებას გეოპოლიტიკური მდგომარეობა უშლის ხელს - ნიკოლ პაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის შეფასებით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიზის პროექტის განხორციელებას ხელს უშლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ამის შესახებ მან რუსულ „Эхо Москва“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა მიმდინარეობს პროცესი, როდესაც შვეიცარიული ფირმა ითამაშებს შუამავლის როლს სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არანაირად არაა დაკავშირებული აფხაზეთის რკინიგზასთან, ეს დაკავშირებულია საავტომობილო გზებთან და ვიმედოვნებ, რომ ზემო ლარსის ალტერნატიული გზა გვექნება. ვფიქრობ, ამ საკითხს უნდა მივუდგეთ ეტაპობრივად. და თუ მოვახერხებთ პატარა ნაბიჯებითაც წინ წაწევას, ეს ძალიან პოზიტიური იქნება და არ უნდა მოვინდომოთ, გადავწყვიტოთ ყველაფერი ერთბაშად, არამედ პატარა ნაბიჯებით წინ წავიდეთ“, -აღნიშნა პაშინიანმა.

მისივე თქმით, რკინიგზის საკითხი „ასევე საინტერესოა ჩვენთვის და ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა რკინიგზის საკითხი განვიხილოთ ჩვენ ქართველ და რუს კოლეგებთან. ეს, რა თქმა უნდა, სომხეთის ინტერესებშია. და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაკეთოთ ყველკაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებულია, რომ ამ საკითხში წინსვლა გვქონდეს“.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი