პოლიტიკა

რუსეთი თავისი ახალი საგარეო კონცეფციით საქართველოს სრულ კაპიტულაციას სთავაზობს - ბათუ ქუთელია
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსეთი თავისი ახალი საგარეო კონცეფციით საქართველოს სრულ კაპიტულაციას სთავაზობს.
ამის შესახებ ქუთელიამ ვლადიმირ პუტინის მიერ გუშინ ფედერალური კრებისადმი ახალი საგარეო კონცეფციის წარდგენის კომენტირებისას განაცხადა, სადაც უკრაინასა და მოლდოვას შორის საქართველო და მისი ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთიც მოხვდნენ.
„რუსეთის ფედერაციამ ამ დოკუმენტით საქართველოს სთავაზობს სრულ კაპიტულაციას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას, რაც წარმოუდგენელია რომ მოხდეს, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ჩვენი სახელმწიფოს საერთოდ დესუვერენიზაციას“,-განაცხადა ქუთელიამ.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობა უნდა გადავიდეს მხოლოდ ფორმალურ ინსტიტუციურ ჩარჩოებში.
„იგივე, მოლაპარაკებების ცალკეული ფორმატები, კარასინ-აბაშიძე, თუ რაიმე სხვა - ყველაფერი უნდა მოექცეს საქართველოს ოფიციალური ინსტიტუტების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში და მაქსიმალურად ყველა ეს პროცესი უნდა იყოს გახსნილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის“,-აღნიშნა ქუთელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30