უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 12:41გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა
არქივი
საზოგადოება
27 ოქტომბერი, 2020 16:15
კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ტესტირება რეკომენდებული არ არის - თამარ გაბუნია
კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას ტესტირება რეკომენდებული არ არის. ვირუსის გამოსავლენად გარკვეული ფაზა არის საჭირო, რის შემდგომაც ლაბორატორიული კვლევა ტარდება, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
ამასთან, თამარ გაბუნია დადასტურებულ პირთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.
„პირველი რეკომენდაცია, რომელიც ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ეს არის გადავიდნენ თვითიზოლაციაში და დარჩნენ 12 დღის განმავლობაში.
თუ გამოვლინდა სიმპტომი და სიმპტომები თუ პროგრესირებს, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ტესტირება და ოჯახის ექიმი პოტენციურ პაციენტს აძლევს რჩევას, როდის ჩაიტაროს ტესტი, -განაცხადა გაბუნიამ.