უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

30 ნოემბერი, 2016 12:25
font-size

რუსეთიდან მომდინარე კიბერშეტევები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა - ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთიდან მომდინარე კიბერშეტევები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და გერმანიამ მათთან გამკვლავება უნდა ისწავლოს.

კანცლერის თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვინ იდგა 27 და 28 ნოემბერს Deutsche Telekom-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან, რომლის შედეგად კომპანიის 900 ათასამდე კლიენტი ინტერნეტის გარეშე დარჩა.

„მსგავსი კიბერშეტევები, ან ჰიბრიდული თავდასხმები, როგორც ისინი რუსულ დოქტრინაშია ცნობილი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ჩვენ მათთან გამკლავება უნდა ვისწავლოთ“,-აღნიშნა მერკელმა.

მან მოსახლოებას მოუწოდა, არ გაღიზიანდნენ მსგავსი შემთხვევების გამო.

მისი თქმით, საჭიროა მოსახლოების მეტი ინფორმირება იმაზე, თუ რა ხდება.

„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი რამ ხდება და ამასთან ცხოვრება უნდა ისწავლოთ“,-განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევები, შესაძლოა, გერმანიის არჩევნების წინ მოაწყონ.

მისი თქმით, თავდასხმების მიზანი - პოლიტიკური დაძაბულობის გამოწვევაა.

რუს ჰაკერებს ამერიკის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენაშიც ადანაშაულებდნენ. ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიის სერვერები რამდენჯერმე გატეხეს.

სექტემბერში კი, მედია წერდა,რომ რუსმა ჰაკერებმა თავდასხმები ბრიტანეთის მთავრობისა და ტელეარხების საიტებზე განახორციელეს.

მონიკა დავლიანიძე

სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „სიბიესს“ მიმართავს, შეიცვალოს სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი

22 აპრილი, 2019 , 16:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეკომპანია „სიბიესს“ (CBS) მიმართავს და ცნობილი სერიალის „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ შემდეგი ეპიზოდის სცენარში ცვლილებების შეტანას ითხოვს

ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ თავდასხმების მომზადებას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

22 აპრილი, 2019 , 12:25

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შრი-ლანკაზე ტერორისტები თავდასხმებს კვლავ ამზადებენ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ტერორისტული ჯგუფები განაგრძობენ თავდასხმებ

ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს

22 აპრილი, 2019 , 10:40

უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,46 პრ

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ითხოვს

22 აპრილი, 2019 , 10:40

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ მან ტელეარხ „Наш“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან იურისტის მეშვეობით

შრი-ლანკაზე საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

22 აპრილი, 2019 , 10:40

შრი-ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რვა აფეთქების შედეგად 500 ადამიანია დაშავებული. შრი-ლანკაზე აფეთქებების შ

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

19 აპრილი, 2019 , 13:30

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019