უკან
საზოგადოება
17 დეკემბერი, 2016 09:00
რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დღეს აქცია გაიმართება
ალეპოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თბილისში, რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
,,შაბათს, 3 საათზე, შევიკრიბოთ რუსეთის საელჩოს წინ.
ძალიან გთხოვთ, მოდით ყველა, ვისაც გაღელვებთ ის სისასტიკე, რაც ალეპოში ხდება,’’ - აცხადებენ ორგანიზატორები.
ნინო ექვთიმიშვილი