უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ოქტომბერი, 2018 12:40
font-size

რუსეთის ფედერაცია საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს - დავით ბაქრაძე

ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და ახალ ფაქტებს ასაჯაროებს რომლითაც მისი თქმით, დასტურდება, თუ რამდენად სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის.

ბაქრაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა საბუთი, ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.

„დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი. კერძოდ ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137 – 139 გვერდები, ის მოსაზრებები რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული. ამას რათმაუნდა გადმოგცემთ ჟურნალისტებსაც და საზოგადოებასაც. კიდევ ერთხელ დასტურდება რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს, ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“, - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“

11 დეკემბერი, 2019 , 23:38

„ევროპული საქართველოს“ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით წარმოდგენილი მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს. მოსამართლეობის მინიმალურ ს

„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება

11 დეკემბერი, 2019 , 16:20

საპარლამენტო ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება. ბიუროს სხდომაზე, სადაც კომიტეტებში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელეს, ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველ

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

11 დეკემბერი, 2019 , 14:40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. "საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. პრე

მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი, 2019 , 14:15

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქს

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

11 დეკემბერი, 2019 , 12:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. ამის შესახებ ინფ

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 დეკემბერი, 2019 , 22:02

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`