უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

31 იანვარი, 2018 14:30
font-size

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ცალკეული შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მანამდე აღნიშნულ დოკუმენტს მხარი ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა და საერთაშორისო საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

სენატორების განცხადებით, შეთანხმება არ არღვევს „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტს და არ ცვლის მისი შეიარაღებული ძალების სტატუსს.

როგორც სააგენტო წერს, მსგავსი შეთანხმება რუსეთს აქამდე არავისთან გაუფორმებია. მას ხელი 2017 წლის მარტში მოეწერა.

,,შეთანხმების“ თანახმად, ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის“ ,,მოქალაქეები“ ნებაყოფლობით და ,,კანონიერ საფუძვლებზე დაყრდნობით“ შეძლებენ სამხედრო სამსახურის გავლას რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის შემადგენლობაში.

ნინო ექვთიმიშვილი

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო მთავარი თემა ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილება - ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების

მზად ვართ თბილისთან დისკუსიებისთვის, თუკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიარებენ სამხრეთ ოსეთს - ანატოლი ბიბილოვი

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსური მხარე მზადაა დისკუსიისთვის თბილისთან იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს კეტავს

19 სექტემბერი, 2018 , 10:35

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსებ

ერგნეთში შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წაემომადგენლებმა ჩაშალეს

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყე

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს - სუს-ი

14 სექტემბერი, 2018 , 15:40

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 89-ე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრ

ევროკავშირი მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე

13 სექტემბერი, 2018 , 11:00

ევროკავშირმა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამის შესახებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`