უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

3 ივლისი, 2019 15:30
font-size

რუსეთის გამანადგურებელი გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ კვლევის შედეგები წარადგინა

„ამნესტი ინტერნეიშენელმა“ ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოში აღმართული გამყოფი ხაზები ათასობით ადამიანს ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის.

„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა, ე.წ. ბორდერიზაციის ზონაში 150 ადამიანი გამოკითხა. ანგარიშში ყველა ის ფაქტი და დარღვევაა შესული, რომელიც 2008 წლის ომმა მოიტანა.

"ჩვენი ცხოვრება ბორდერიზაციამ შეცვალა" - ასე იწყება ანგარიში, სადაც წერია, რომ ადამიანებს ეშინიათ საფლავებთან მიახლოვების, რადგან ისინი მავთულხლართებთან არის ახლოს და შესაძლოა, დაიჭირონ.

საერთაშორისო ორგანიზაციამ დოკუმენტი სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორთან ერთად მედიას გააცნო.

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც. დასკვნა გადაეგზავნა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთის ფედერაციას.

”ამნესთი ინთერნეიშენელი“ რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და აღკვეთოს ყველა ის ჰუმანიტარული პრობლემა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს 2008 წლის ომის შემდეგ შეექმნა.

„ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, ზარალდება თვითნებური შეზღუდვების დაწესებით. ისინი თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან. არ აქვთ კავშირი ზოლის მეორე მხარეს დარჩენილ ნათესავებთან, ვერ მიდიან საფლავებზე, არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთის და დეფაქტო ხელისუფლებასაც, დაუყოვნებლივ შეამსუბუქონ არაპროპორციული შეზღუდვები თავისუფლად გადაადგილებაზე და ეფექტურად გამოიძიონ თვითნებური დაკავებები და ბრალდებები სასტიკი მოპყრობის შესახებ იმ პირთა მიმართ, რომელიც ამ ხაზს კვეთენ. ჩვენს მოკვლევას და ანგარიშს წარვადგენთ მოსკოვშიც, უფრო მეტიც, ვისაუბრებთ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე,“ - განაცხადა ”ამნესთი ინთერნეიშენელის” წარმომადგენელმა, მარი სტრეზერსიმ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი