უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის გამო კონსტანტინოპოლთან ურთიოერთობა გაწყვიტა
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული ურთიერთობები გაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის სინოდის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მინსკში გაიმართა.
ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად მითითებულია „კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ანტიკანონიკური ქმედებები, რომელიც ურთიერთობაში შევიდა განხეთქილების ჩამომგდებებთან უკრაინაში და ხელყოფს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას“.
რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი ბელარუსიისა და უკრაინის ეკლესიები.
გაწყვეტა ითვალისწინებს, რომ რუსეთის საპატრიარქოს სამღვდელოება ვეღარ ჩაატარებს საერთო მღვდელმსახურებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსებთან. გარდა ამისა, ევქარისტული ურთიერთობების გაწყვეტისას ორივე ეკლესიის მეთაურები წყვეტენ ერთმანეთის ხსენებას ლიტურგიაზე, თუმცა რუსეთის პატრიარქმა კირილემ ეს ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო.
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასევე შეადგინა იმ ტაძრების სია, სადაც აკრძალული იქნება ლოცვა. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების მდივნის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტაძრები ძირითადად მდებარეობენ სტამბულში, ანტალიაში, კრიტსა და როდოსზე. დეკანოზმა აღნიშნა, რომ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში სასულიერო პირებს შესაბამისად დასჯიან, ხოლო მრევლს ამისი მონანიება მოუწევს.
რუსეთის საპატრიარქოს თქმით, რუსეთში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის დაკეტილი იქნება ათონის მთა, რადგან ის ასევე შედის კონსტანტინოპოლის საპატრიაქროს იურისდიქციაშია. ათონის მთა ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური სალოცავი ადგილია, მასში 20 მონასტერი მდებარეობს, სადაც უამრავი მორწმუნე ჩადის ყოველწლიურად, მათ შორის რუსეთიდან. ათონის მთა პოპულარული სალოცავი ადგილია რუსი პოლიტიკოსებისთვის, მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენებისთვის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქ ორჯერ - 2005 და 2016 წლებში იყო ჩასული.
რუსეთის საპატრიარქო პირველად არ წყვეტს ურთიერთობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. 1996 წლის თებერვალში პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იღებს საკუთარი იურისდიქციის ქვეშ ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. სამი დღის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაწყვიტა ევქარისტული ურთიერთობები კონსტანტინოპოლთან, თუმცა რამდენიმე თვეში აღადგინა. ახლა ესტონეთში ორი მართლამდიდებელი ეკლესიაა- ერთი ექვემდებარება კონსტანტინოპოლს, მეორე - მოსკოვს.
მორიგი კონფლიქტი კონსტანტინიპოლსა და მოსკოვს შორის დაიწყო უკრაინის ეკლესიის გამო.
ხუთშაბათს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა განხეთქილებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს, ფილარეტ დენისენკოს და მთავარეპისკოპოს მაკარი მალეტიჩს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, ანათემა მოუხსნა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

