მსოფლიო
რუსეთის მიმართ რბილი პოლიტიკის გატარება დასრულდა - მაიკ პომპეო
აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, წლები, როცა ვაშინგტონი რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას ატარებდა, დასრულებულია.
აშშ-ის სენატის სახელმწიფო ურთიოერთობების კომიტეტთან სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ დასჯის რუსეთს მისი აგრესიული მოქმედებისთვის. გარდა ამისა პომპეომ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოსკოვს „თავისი ქვეყნისთვის სახიფათოდ“ მიიჩნევს.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები, სირთულეების მიუხედავად, უნდა გაგრძელდეს.
პომპეომ გამოსვლის დროს ამერიკის წამყვან როლზე გაამახვილა ყურადღება.
„თუკი მსოფლიოს დემოკრატიისკენ, კეთილდღეობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემისკენ არ მოვუწოდებთ, მაშინ ვინ იზამს? არცერთი ქვეყანა არაა აღჭურვილი ასეთი ძლევამოსილებითა და პრინციპებით“, - თქვა პომპეომ.
მან დაამატა, რომ „ომს ყოველთვის ბოლოს მიმართავენ“.