უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- 18.03.2024 17:13პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს
- 18.03.2024 17:04იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
არქივი
კონფლიქტის ზონა
რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად - საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის „პრეზიტენდისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:
აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.
გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას",-აღნიშნულია განცხადებაში.