უახლესი ამბები
- 05.03.2021 14:35გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც - ვახტანგ გომელაური
- 05.03.2021 14:35კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე - ვახტანგ გომელაური
- 05.03.2021 14:35„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით - ვახტანგ გომელაური
- 05.03.2021 12:25იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
- 05.03.2021 12:25აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
- 05.03.2021 12:25მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
- 05.03.2021 12:25ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე გამოქვეყნებული შეფასებები სპეკულატიური და დილეტანტურია - ეკონომიკის სამინისტრო
- 05.03.2021 11:55ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში - სოზარ სუბარი
- 05.03.2021 11:55პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს - თამარ ქიტიაშვილი
- 05.03.2021 11:15საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
არქივი
საზოგადოება


რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საპასუხო წერილი გამოუგზავნა
რუსეთის პატრიარქი, კირილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპასუხო წერილს უგზავნის.
პატრიარქ კირილის მიერ ილია მეორისთვის გამოგზავნილ წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.
პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.
ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით", - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.
საკვანძო სიტყვები:

გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ
5 მარტი, 2021 , 15:05
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე გამოქვეყნებული შეფასებები სპეკულატიური და დილეტანტურია - ეკონომიკის სამინისტრო
5 მარტი, 2021 , 12:25
პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს - თამარ ქიტიაშვილი
5 მარტი, 2021 , 11:55

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 192, იმერეთში – 71, გურიაში - 25
5 მარტი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
5 მარტი, 2021 , 11:15

თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
5 მარტი, 2021 , 11:00