უკან

საზოგადოება

6 სექტემბერი, 2018 15:59
font-size

რუსეთის პრეზიდენტის ფონდით დაფინანსებული მედიაფორუმი რუსეთის რბილი ძალის დემონსტრირების კიდევ ერთი მცდელობაა - არასამთავრობოები

16 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თბილისში მიმდინარე რუსეთის პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული მედიაფორუმი წარმოადგენს რუსეთის რბილი ძალის დემონსტრირების კიდევ ერთ მცდელობას და შესაბამისად, საზიანოა საქართველოს ინტერესებისათვის.

მესამე სექტორის განცხადებით, რუსეთი საქართველოში საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებს „რბილ ძალას“ მედიაპროპაგანდის, არასამთავრობოებისა და ფონდების სახით, რომლებიც ავრცელებენ პრორუსულ და ანტიდასავლურ განწყობებს.

არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეიმუშავოს სტრატეგია რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ და ამ სტრატეგიის აღსრულების შესაბამისი ინსტიტუციური და სამართლებრივი ქმედითი მექანიზმი.

„საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნე, რომელთა შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს “რბილ ძალას”, რაც აგრესიულ მედიაპროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად პოლარიზებაა.

2018 წლის 5-7 სექტემბერს თბილისში იმართება სამხრეთ კავკასიის ფორუმი, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდიდან ფინანსდება. ფორუმში მონაწილე რუსი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის მხარდამჭერები არიან.

ქართული მხრიდან ღონისძიების ორგანიზატორი გაზეთი „საქართველო და მსოფლიოა“. მისი დამფუძნებელი ალექსანდრე ჭაჭია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. ის 2014 წელს პუტინმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, რუსული ინტერესების გასატარებლად ჭაჭიას სამეგრელოში დაარსებული აქვს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელო“ და გაზეთი „ილორი“, რომელსაც უფასოდ ავრცელებს მოსახლეობაში. გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ და მისი ინტერნეტგამოცემა Gეწორლდ.გე გამოირჩევა აქტიური პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფორუმი, მასში მონაწილე რუსი ე.წ. ექსპერტების წარსული ქმედებებისა და გამონათქვამების გათვალისწინებით, რუსეთის რბილი ძალის დემონსტრირების კიდევ ერთი მცდელობაა და შესაბამისად, საზიანოა საქართველოს ინტერესებისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეკრება საქართველოში პირველად არ ტარდება. თუკი 2013-2014 წლებში ის მხოლოდ რუსულ-ქართული მედიაფორუმი იყო, შემდგომ წლებში ფორუმის შემადგენლობა გაფართოვდა და უკვე კავკასიის რეგიონის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებიც ჩართეს.

2012 წლიდან გააქტიურდნენ რუსული ფონდები საქართველოში, მათ შორის ერთ-ერთია “პრიმაკოვის ცენტრი”, რომლის დამაარსებელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემქნილი გორჩაკოვის ფონდია. ამ ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, რომელიც ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის არსებობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) 2017 წლის ანგარიშიც ადასტურებს. ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას და ასევე, მათი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა.

ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია, რომ აღნიშნული მედიაფორუმის ოთხი მონაწილე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს, თუმცა ეს მაინც ერთჯერადი აქტია.

ჩვენი შეფასებით, სახეზეა სისტემური მიდგომის არარსებობა. სამწუხაროა, რომ არ არსებობს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება რუსული ჰიბრიდული ომით გამოწვეულ საფრთხეებს.

აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს მწყობრი, მკაფიო სტრატეგია რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ და ამ სტრატეგიის აღსრულების შესაბამისი ინსტიტუციური და სამართლებრივი ქმედითი მექანიზმი. ასევე აუცილებელია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ზედმიწევნით აღსრულების ეფექტური მექანიზმები.

ამ მიმართულებით, პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ რეალურად განახორციელოს და გაამკაცროს კონტროლი ამ და მსგავსი ღონისძიებების დაფინანსების წარმომავლობაზე. ასევე დაინტერესდეს იმ ადამიანების/ორგანიზაციების ვინაობით, ვინც ხელს უწყობს საქართველოში რუსული რბილი ძალის აქტივობას, მიაკვლიოს მათი დაფინანსების წყაროებს და აღკვეთოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სასარგებლო საქმიანობა“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობოები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკარატიის საერთაშორისო საზოგადოება, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს გაეროს ასოციაცია, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია და ღია საზოგადოების ფონდი.

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს დროულად გათბობისკენ მოუწოდებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას მოუწოდებს დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა. "ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხელბლად და სრულყოფილად წარმართვი

საერთაშორისო ექსპერტებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა გამჭვირვალეა - ამირან გამყრელიძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა სრულიად გამჭვირვალეა და მოსახლეობისთვის სადრთხეს არ წარმოადგე

თბილისის ვიცე-მერის თქმით, სანამ ფონიჭალაში ყველა საფრთხე აცილებული არ იქნება, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვიდრე ყველა რისკი თავიდან აცილებული არ იქნება, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ. მისივე თქმით, ექსპერტების მუშაობის დას

მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლადაშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაათვალიერა.  “კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამ

ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, არამედ ბაქტერიაზე, შესაბამისად, ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა - ამირან გამყრელიძე

16 ნოემბერი, 2018 , 14:05

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჭიროა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკებ

ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები, აქცია გაიმართება

16 ნოემბერი, 2018 , 14:05

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“  ორგანიზებით, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ შავ მონაკვეთზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები აქცია გაიმართება. ,,18 ნოემბერს, კვირას, 14:00 ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`